ქალაქი ქობულეთი, რომელიც აჭარაში მდებარეობს, საუკეთესო ადგილია განტვირთვისა და გართობისათვის. ქობულეთის პლაჟი 12 კმ-ზეა გადაჭიმული. პლაჟი ორი ტიპისაა - ქვიშითა და კენჭებით დაფარული. ჰავა თბილი სუბტროპიკულია და სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

მთავარ ქუჩებზე და სანაპიროზე უამრავი თანამედროვე რესტორანი, კაფე, ბარი და დისკოთეკაა.

ქობულეთიდან 20 წუთის სავალზეა ბათუმი, აჭარის დედაქალაქი. ქობულეთი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ბათუმის გაცნობა სურს.